რეზონანსი
24.05.2023

მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარეს ძალიან ძირეული პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი ვერ გადაეჩვივნენ კუნთებზე ყურებას, მით უმეტეს, მაშინ, როცა არავითარი საფუძველი არ აქვთ, ივარაუდონ, რომ მათ ეს კუნთები აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გივი თარგამაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უმჯობესია, „ნაციონალური მოძრაობა" შეეგუოს რეალობას, რომელშიც უწევთ ცხოვრება.

„მუქარების მთავარი დანიშნულება გახლავთ, რაღაცნაირად შექმნან შთაბეჭდილება, თითქოსდა ნოყიერი ნიადაგია დესტრუქციული გეგმების განხორციელებისთვის, თუმცა, უმჯობესია, დროულად მიხვდნენ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო დღეს არის იმდენად ძლიერი და წელში გამართული, რომ ასეთი მუქარების, არ შეიძლება, ეშინოდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც მათ უნდა ახსოვდეთ აუცილებლად, ის არის, რომ მათი შემოთავაზებული ეს სისხლიანი რევოლუციები ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიძლება ეწერებოდეს საქართველოს მოსახელობის ინტერესებში. როდესაც საზოგადოება მათ ზურგს აქცევს, ბრალეულობა სხვაგან კი არ უნდა ეძებონ, საკუთარი განცხადებების მიზეზით არის ხოლმე, რომ დღითი დღე კლებულობს მათი რეიტინგი, ამის გამოა, რომ ემართებათ ის, რაც დაემართათ, მაგალითად, თუნდაც შიდაპარტიული არჩევნების სახით", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×