რეზონანსი
24.05.2023

პოლიტიკური ჯგუფების შექმნა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის, ისევ დაპირისპირების მიზეზია. ამ საკითხზე შეფასებას აკეთებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციაა.

"როდესაც ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს შემოაქვთ კონკრეტული ინიციატივა და შემდეგ აბრალებენ სხვას, ვინც მხარი დაუჭირა რაღაც პროექტს, ეს ისეთი მარტივი სპეკულაციაა, რომელიც ასევე მარტივად იშიფრება. ჰგონიათ რომ საზოგადოება სიღრმეებში არ შევა და ამიტომ იტყუებიან ასე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ ოპოზიციაში ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ, რათა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა არ დაჰბრალდეთ:

"ისე არიან დაბულინგებული, კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, აქაოდა ვინმემ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არ დაგვაბრალოსო და აკეთებენ ერთიმეორეზე უფრო შემაშფოთებელ განცხადებებს.

ეს განცხადებები გამოირჩევა უზნეობით, უტიფრობით, უზუსტობით და იმ პროპაგანდით, რომელიც ახასიათებთ ყოველგვარ ინტელექტუალურ რესურს გამოცლილ სუბიექტებს,"- აცხადებს გია ვოლსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×