რეზონანსი
24.05.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში" განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებით, ის ეკონომიკურად გაგვანადგურებს.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ფრენებთან დაკავშირებით დამატებით აძლევს რესურსს „ნაცმოძრაობას", რათა ბრიუსელში ირბინონ და თავის ქვეყანაზე ზუსტად იგივე ინტერესებით ილაპარაკონ, რაც დღეს ოკუპანტ ქვეყანას გააჩნია.

„ჩვენ არ ვაწესებთ რუსეთის მიმართ სანქციებს იმიტომ, რომ გაგვანადგურებს, მოგვსპობს და მიწასთან გაგვასწორებს ეკონომიკურად. ძალიან გულუბრყვილოდ გვავიწყდება, რომ რამდენიმე ასეულ მეტრში არიან ცენტრალური მაგისტრალებიდან და გაზსადენებიდან საოკუპაციო ძალები, რომლებსაც სააკაშვილი და მისი ძალები თავისი უჭკუობითა თუ ღალატით შემოუძღვა საქართველოში. არცერთ საკითხთან მიმართებით, რაც ამ სანქციებთან ჩვენს დამოკიდებულებას შეეხება, არასოდეს გვითქვამს, რომ ჩვენ ამის განხორციელება არ შეგვიძლია. მაგრამ არც საერთაშორისო სანქციებს მივაქცევთ ყურადღებას. ჩვენ ეს არც გვითქვამს და არც გაგვიკეთებია განსხვავებით იმისგან, რაც გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაცმოძრაობამ". მათ დღესაც იგივე ლოგიკა აქვთ, ვითომ ანტირუსული ისტერიკა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთს ეს უპირატესობა ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მათ სთავაზობდნენ გარკვეულ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედა მაშინდელ ხელისუფლებას. რა გულუბრყვილო ბავშვები უნდა ვიყოთ ვიფიქროთ, რომ რუსეთი იქ მყოფ ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს უქმნის კომფორტს. რუსეთმა გადმოხედა სიტუაციას და მიხვდა, რომ ეს ადამიანები ხელს უშლიან ხელისუფლებას, რომ კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯი გადაიდგას და მივიღოთ კანდიდატის წოდება. ეს ფრენები კი კიდევ დამატებით აძლევს რესურსს „ნაცმოძრაობას", რათა ბრიუსელში ირბინონ და თავის ქვეყანაზე ზუსტად იგივე ინტერესებით ილაპარაკონ, რაც დღეს ოკუპანტ ქვეყანას გააჩნია", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×