რეზონანსი
25.05.2023

ისრაელში, ანსამბლ "ხორუმის" სამი წევრი გაუჩინარდა. TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისინი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ და თავის დროზე ბათუმიდანაც ამ მიზნით წავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხუთმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა, მათ შორის სამთავრობო წყაროებმა დაგვიდასტურეს.

ფაქტის გადამოწმების მიზნით, 24 მაისს, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსს დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ანსამბლის წევრებთან ერთადაა. თამარ გუდავას ფაქტის დამადასტურებელი ფოტო მოვთხოვეთ, თუმცა შეტყობინების ნახვის მიუხედავად, აღარ გვიპასუხა.

TV25-ის გადამღები ჯგუფი ანსამბლის წევრებსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს აეროპორტში ამ წუთებში ელოდება. აეროპორტში იმყოფება "ხორუმის" ადმინისტრატორი, რომელიც სხვა რეისით ჩამოფრინდა. ლილი ვარშანიძემ სამი ხელოვანის ისრაელში დარჩენის ფაქტი დაგვიდასტურა.

ცნობისთვის, იერუსალიმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც აჭარიდან მრავალრიცხოვანი დელეგაცია ესწრებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×