რეზონანსი
26.05.2023

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე საკ­მა­ოდ მწვა­ვე გა­მოს­ვლა ჰქონ­და. მან მთავ­რო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი კი­დევ ერთხელ და­უ­წუ­ნა და ამ კონ­ტექ­სტში გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძი­სა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

„ამ ტრი­ბუ­ნი­დან მინ­და მივ­მარ­თო გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს. მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი ბო­დიშს გიხ­დით იმ შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ თქვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. გა­უ­გე­ბა­რია, როცა ევ­რო­პას და ამე­რი­კას ყვე­ლა­ფერს აბ­რა­ლებ, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მცდე­ლო­ბას, ქარ­თვე­ლო­ბის წარ­თმე­ვას, გარ­ყვნი­ლე­ბას და მა­ინც, სა­კუ­თარ შვი­ლებს, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში უშ­ვებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ახალ თა­ო­ბას ევ­რო­პულ მო­მა­ვალს უს­პობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ, ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი და და­ვიბ­რუ­ნოთ მო­მავ­ლის იმე­დი." - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მა­შინ რო­დე­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ სი­ტყვებს წარ­მოთ­ქვამ­და, იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც მთავ­რო­ბის წარ­მომ­დგენ­ლე­ბი ის­ხდნენ, პრე­ზიდ­ნე­ტის მი­მართ შე­ძა­ხი­ლე­ბი ის­მო­და. ად­გილ­ზე მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, „მო­ღა­ლა­ტე" და­უ­ძა­ხეს ტრი­ბუ­ნა­ზე მყოფ პრე­ზი­დენტს.

„ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ და ირაკ­ლი ქა­და­გი­ძემ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მათ გარ­კვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით, თუმ­ცა არ ადას­ტუ­რე­ბენ "მო­ღალ­ტის" და­ძა­ხე­ბას.

„ზუს­ტად გე­უბ­ნე­ბით, რომ რაც გა­მო­ით­ქვა, არ­ცერთ სი­ტყვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა თქვა, ბევ­რმა თქვა კი­დევ, ამ სი­ტყვე­ბის მი­მართ არ გამ­ჩე­ნია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რად­გან სწო­რი იყო. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კო­ლე­გებს მეც ვუ­ზი­ა­რებ­დი, რამ­დე­ნად ხმა­მაღ­ლა იყო და რო­გო­რი ტემ­ბრი მქონ­და არ მახ­სოვს, ვერ გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

„გა­ვაპ­რო­ტეს­ტე პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა, მაგ­რამ ეს სი­ტყვა არ მით­ქვამს (მო­ღა­ლა­ტე). პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვა არ შე­ე­ფე­რე­ბო­და დღე­ვან­დელ დღეს" - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

„ყვე­ლა, ვინც ცდი­ლობს, რომ ეს დღე გა­ა­ტა­როს ქიშპ­ში, ერ­თმა­ნე­თის ბრალ­დე­ბა­ში და ა.შ. გვარ­თმევს ამ დღეს" - ასე შე­ა­ფა­სა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე­ზე პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან მმარ­თვე­ლი გუნ­დის კრი­ტი­კა.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს კა­მა­თი, დის­კუ­სია და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი არ უნდა ის­მო­დეს.

„ვფიქ­რობ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე არის დღე, რო­დე­საც არ უნდა იყოს კა­მა­თი, დის­კუ­სია, ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი. პი­რა­დად, ამ სუ­ლის­კვე­თე­ბა­ში დავ­რჩე­ბი. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სურ­ვებ, რომ ეს დღე პო­ზი­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როს, ვი­ნა­ი­დან ეს დღე ჩვე­ნია. ყვე­ლა, ვინც ცდი­ლობს, რომ ეს დღე გა­ა­ტა­როს ქიშპ­ში, ერ­თმა­ნე­თის ბრალ­დე­ბა­ში და ა.შ. გვარ­თმევს ამ დღეს. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­სურ­ვებ, რომ ეს დღე მი­ი­ღოს, რო­გორც მისი დღე და ბო­ლომ­დე იზე­ი­მოს", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×