რეზონანსი
26.05.2023

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე, პრე­ზი­დენტს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვის გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტს, რომ დაგ­ვა­ფა­სა, თუმ­ცა და­უ­ფა­სებ­ლე­ბი არც არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის მი­მართ და ამი­ტომ მას მად­ლო­ბას ვუხ­დი. არ ვე­ლო­დი, გა­მიკ­ვირ­და" - ამ­ბობს მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე „ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძი­სა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

რო­გორც სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს ის დღეა, როცა ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ, გა­მო­სა­ვა­ლი ვე­ძე­ბოთ და მო­მავ­ლის იმე­დი და­ვიბ­რუ­ნოთ.

„ამ ტრი­ბუ­ნი­დან მინ­და მივ­მარ­თო გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს. მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი ბო­დიშს გიხ­დით იმ შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ თქვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. გა­უ­გე­ბა­რია, როცა ევ­რო­პას და ამე­რი­კას ყვე­ლა­ფერს აბ­რა­ლებ, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მცდე­ლო­ბას, ქარ­თვე­ლო­ბის წარ­თმე­ვას, გარ­ყვნი­ლე­ბას და მა­ინც, სა­კუ­თარ შვი­ლებს, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში უშ­ვებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ახალ თა­ო­ბას ევ­რო­პულ მო­მა­ვალს უს­პობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ, ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი და და­ვიბ­რუ­ნოთ მო­მავ­ლის იმე­დი. სი­ძულ­ვი­ლის ენამ, და­პი­რის­პი­რე­ბამ, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა შეც­ვა­ლა, ეს სა­ხელ­მწი­ფოს ასუს­ტებს.

ვა­ჟას სხვა სი­ტყვე­ბიც უნდა გვახ­სოვ­დეს - „ციხე რომ შიგ­ნი­დან ტყდე­ბა, მა­შინ იმარ­ჯვებს მტე­რია", სწო­რედ ესაა ქარ­თვე­ლო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე, ჩვე­ნი­ვე ხე­ლით და ჩვე­ნი­ვე ნე­ბით. ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ერმა, რო­გორ უნდა და­ი­ჯე­როს, რომ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს კარგ, ან ცუდ საქ­ცი­ელ­ზე, ან რო­მე­ლი­მე კარგ, თუ ან ცუდ გან­ცხა­დე­ბა­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფერ­ზე, გარ­და სა­კუ­თარ ინ­ტე­რეს­ზე. რა იყო უკ­რა­ი­ნა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, როცა რუ­სეთ­მა ომი და­ი­წყო. ვინც ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თი ტე­რი­ტო­რი­ებს დაგ­ვიბ­რუ­ნებს ჩვე­ნი დათ­მო­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მას ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან არა­ფე­რი უს­წავ­ლია. ან კი­დევ, რო­გორ და­ვი­ჯე­როთ, რომ ოკუ­პან­ტი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავ­დეს.

უპა­ცი­ას და იმა­საც ვხე­დავთ, რომ მსოფ­ლიო იც­ვლე­ბა, რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის მითი დამ­სხვრე­უ­ლია და ხვა­ლინ­დელ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში აღარ უნდა არ­სე­ბობ­დეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. დღეს, 26 მა­ი­სია და ჩვენს უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს მინ­და ვუ­სურ­ვო ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და გამ­თლი­ა­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×