რეზონანსი
26.05.2023

ძალიან სამწუხარო იყო და ალბათ უხერხული მოსასმენი პრეზიდენტის განცხადებები. განსაკუთრებით დღევანდელი დღის შესაფერისი არ იყო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ დღესასწაულზე ყველა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად.

„ეროვნულ დღესასწაულს ერთიანები უნდა შევხვდეთ და მესიჯები, რომლებიც ერთიანობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ საზოგადოების დაყოფას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვწუხვარ და არ მსურს, მაგრამ ამაზე სხვანაირი კომენტარის გაკეთება რთულია. ამ დროს ჩვენ, თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად. ზუსტად ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი. სხვა შემთხვევაში, ერთიანობის გარეშე ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის აღიარებას ვერ მოვიპოვებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×