რეზონანსი
26.05.2023

დღევანდელი დღე გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ქვეყანა მათ შორის, ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს.

„ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად. ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეალური აღიარება. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა მათ შორის ეკონომიურად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს, რეალურად მივიღოთ ის სიკეთე, რასაც თავისუფლების სიკეთე ჰქვია. ამ შემთხვევაში, ჩვენი სამინისტროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ხედავთ ძალიან ბევრ ბენეფიციარს - წარმოდგენილია „აწარმოე საქართველოში". მათთვის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი პროდუქცია, არამედ ამ პროდუქციის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ, ასევე უცხოელმა მომხმარებლებმა გაიგონ. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, კომპანიებს მივეხმაროთ პრეზენტაციებში, გამოფენებში, მათ შორის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობაში, რათა მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს და ქართული პროდუქცია მეტად მოთხოვნადი, დაფასებული იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×