რეზონანსი
26.05.2023

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის 4 თვის ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. ფინანსური მონაცემების მიხედვით, სექტორმა პერიოდის განმავლობაში მომხმარებლებისგან 2.65 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. უფრო მაღალი ტემპით - 47%-ით გაიზარდა ბანკების მოგება, რამაც იანვარ-აპრილში 768 მილიონი ლარი შეადგინა.

ბანკების საოპერაციო შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საპროცენტო შემოსავლები - 2.1 მილიარდი ლარი (ზრდა წინა წელთან 21%), მათ შორის ფიზიკური პირებიდან 1.06 მილიარდი ლარი, ზრდა 15%. იურიდიული პირებიდან 710 მილიონი ლარი, ზრდა 18%. ფასიანი ქაღალდებიდან 240 მილიონი ლარი, ზრდა 35%.

● საკომისიოები - 193 მილიონი ლარი, მატება 18%;

● ჯარიმები და საურავები - 28 მილიონი ლარი, მატება 4%;

● ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება 193 მილიონი ლარი, მატება 20%.

რაც შეეხება კომერციული ბანკების ხარჯებს, მისი შემადგენლობა ასეთია:

● მომხმარებლების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 629 მილიონი ლარი, ზრდა 37%;

● ბანკების მიერ სესხად აღებულ თანხებზე გადახდილი საპროცენტო განაკვეთი - 300 მილიონი ლარი, ზრდა 4%;

● ბანკის აპარატის შენახვის, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასების მოცულობა - 362 მილიონი ლარი, ზრდა 25%;

● ფიქსირებული აქტივების მართვის საფასური, ასევე ინვენტარის შენახვაში გადახდილი სახსრები - 98 მილიონი ლარი, ზრდა 13%.

● ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით - 137 მილიონი ლარი, ზრდა 31%;

● მოგების გადასახადი - 131 მილიონი ლარი, მატება 26%.

წმინდა მოგება - 768 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 47% (245 მილიონი ლარი).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×