რეზონანსი
26.05.2023

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან მილოცვის წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დონე, რომელიც ჩვენი ერების ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც საუკუნეებია მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში ცხოვრობენ, კმაყოფილებას იწვევს, ორმხრივი მხარდაჭერა და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ერთობლივი ფართომასშტაბიანი რეგიონალური პროექტები არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მოკავშირეობას განაპირობებს", - წერს ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-აზერბაიჯანული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება, და ნაყოფიერი ურთიერთქმედება "როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ საფუძველზე" გაფართოვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×