რეზონანსი
26.05.2023

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან პირადად გადაწყვიტა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.

„ყოველთვის ვცდილობ, ჩემს კოლეგებს შორის გავანაწილო ყველაფერი დადებითი, რაც ჩვენთან ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება და წინადადება იყო", - „ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას" წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინმა ამ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და ქართველ ბიზნესმენს უპასუხა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პირდაპირი ფრენების აღდგენისთვის და უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებები „დაკავშირებულია მთელ რიგ გარემოებებთან", მათ შორის საკურორტო სეზონთან.

„მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან თავად საქართველოში და ჩვენს ბიზნესს, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ წასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან", განაცხადა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ მოსკოვი მზადაა თბილისისთვის შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ამას საქართველოს რეაქციის მიხედვით გააკეთებს.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი ნაწილის გასავლელად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე.

არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ბიზნესს სარგებელს მოუტანდა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია იმის მოსმენით, რამაც შეხვედრაზე ქართველი ბიზნესმენის მხრიდან გაიჟღერა.

ამასთან, როგორც პუტინმა განაცხადა, საქართველოში ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს.

„მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა პუტინმა. ამასთან, მან აღნიშნა: „რაც ხდება ქვეყნის შიგნით {საქართველო}, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×