რეზონანსი
26.05.2023

როგორც „ხალხის ძალის" წევრმა და ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში" განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი სიტყვით საკუთარი ჯარისკაცები, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს, შეურაცხყო. ვინ იცის იმ ბიჭებს როგორ რცხვენოდათ, რომ მათ წინ მდგომ ქალს მთავარსარდალი ერქვა

თამარ ჩიბურდანიძემ პრეზიდენტის სიტყვის ის მონაკვეთიც განიხილა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი ამ ოჯახებისა და საქართველოს ერთიანობისთვის დაცემული ყველა სულის წინაშე, რადგან ის არ მიჰყვება იმ გზას, რისთვისაც ამ ბიჭებმა სიცოცხლე გაწირეს.

„დამოუკიდებლობის დღეს ასეთი სიტყვით გამოსვლას სჭირდება მხოლოდ ერთადერთი რამ - სინდისზე ხელის აღება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იგივე გააკეთოს, თუკი შუბლის ძარღვს გაიწყვეტს. სალომე ზურაბიშვილმა უკვე დიდი ხანია გაიწყვიტა შუბლის ის ძარღვი, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია. ჩემთვის პირადად მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ამ დონის სითავხედე ამხელა დღესასწაულზე და ასეთი ბინძური ტექსტით გამოსვლა მაინც წარმოუდგენელი იყო. საკუთარ ჯარისკაცები, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს, შეურაცხყო. ვინ იცის იმ ბიჭებს როგორ რცხვენოდათ, რომ მათ წინ, ტრიბუნასთან მდგომ ქალს მთავარსარდალი ერქვა.

არ მჩვევია ადამიანის ასეთი ლანძღვა, მე თვითონ მეუხერხულება, მაგრამ ძალიან განაწყენებული ვარ. დამცირებული ვარ, როგორც ქართველი. ვინც არ უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი, მას დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია - თითებზე ვითვლი დღეებს, როდის დაამთავრებს ის ამ სამარცხვინო პრეზიდენტობას. მარგველაშვილი არ მოგვწონდა და ანგელოზი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილთან შედარებით. თან ამხელა შრომა რომ გვაქვს ჩადებული ამ ქალის გაპრეზიდენტებაში, კიდევ უფრო მეტად მტკივა გული.

სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში ბოდიში მოუხადა ანწუხელიძისა და ოთხოზორიას მშობლებს. მინდა პრეზიდენტს ვუთხრა - მას ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი ამ ოჯახებისა და საქართველოს ერთიანობისთვის დაცემული ყველა სულის წინაშე, რადგან ის არ მიჰყვება იმ გზას, არ მიდის იმ ოცნების ასახდენად, რისთვისაც ამ ბიჭებმა სიცოცხლე გაწირეს.", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×