რეზონანსი
27.05.2023

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს უცხო ენაზეც „Sakartvelo“ ეწოდოს. მისი აზრით, ამას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ერის იდენტობისა და თვითრწმენისთვის.

„ვფიქრობ, დროულია და სწორია ჩვენ ქვეყანას უცხოურად „Sakartvelo“ ეწოდოს.

ამას ძალიან ბევრი დასაბუთება აქვს, თუმცა პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ჩვენ მოგვმართოს, სწორედ ისე, როგორც ჩვენ ვუწოდებთ საკუთარ თავს. ამას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ჩვენი ერის იდენტობისთვის და თვითრწმენისთვის. გაგება რომ ჩვენ უნდა დავმკვიდრდეთ საერთაშორისო ურთიერთობებში, სწორედ ისეთად და ისეთი სახელწოდებით, როგორც ჩვენ, ჩვენ თავს ვუწოდებთ. ვფიქრობ, რომ ამას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. შესაძლებელია გადარქმევას საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეული დრო დაჭირდეს, თუმცა ეს ძალისხმევა იქნება მცირე და ბევრად უფრო ნაკლები, იმ სარგებელთან შედარებით, რასაც ახალი სახელი საქართველოს მოუტანს“, - აცხადებს დოლიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×