რეზონანსი
28.05.2023

"ამერიკაში არა მხოლოდ კლავენ ჩვეულებრივ ადამიანებს, არამედ ბინძურ ფულსაც კი ხარჯავენ სენატორების მკვლელობაში", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე წერს.

"ძველმა სულელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა თქვა, რომ აშშ არასოდეს ყოფილა ისეთი წარმატებული ფულის დახარჯვაში, როგორც რუსების მკვლელობაში. ის ცდებოდა. მის საყვარელ ამერიკაში არა მხოლოდ კლავენ ჩვეულებრივ ადამიანებს, არამედ ბინძურ ფულს ხარჯავენ სენატორების მკვლელობაში. დაე, გაიხსენოს რობერტ კენედის, ჰუი ლონგის, კლემენტ კარლოს პინკნის, ჯონ მილტონ ელიოტის, უეინ ოუენსის და სხვა ამერიკელი პოლიტიკოსების სამწუხარო ბედი", - წერს დიმიტრი მედვედევი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×