რეზონანსი
28.05.2023

ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას" გივი თარგამაძის ცნობილ მუქარაზე, ასევე, რადიკალური ოპოზიციის ჩაშლილ გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

„გივი თარგამაძეზე ამდენი საუბარი არ ღირს, თორემ გივი თარგამაძეა მთლიანობაში ყველა. შესაძლოა, ოდნავ უკეთესია, ვიდრე ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი. რითაც თავი დაგვამახსოვრა, ეს არის „სულს ამოგხდით!", რითაც ცდილობს რომ თავი დაგვამახსოვროს ამან (ხაბეიშვილმა), ეს არის „ქურქუმალ ვაითი" - მეტი არაფერი. ამის უკან არც ინტელექტი დევს, არც კუნთი, არც ძალა, მხოლოდ პროვოცირების ასეთი დაუოკებელი, გააფთრებული ჟინი და ინტერესი.

არ ვიცი რა ვუწოდო: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა ჩვეულებრივად, მათ შორის უკრაინიდან გეგმავდა ასეთი განვითარების ორგანიზებას საქართველოში", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×