რეზონანსი
28.05.2023

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეო მიმართვისას უკრაინელ მებრძოლებს უკრაინის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის მიერ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა გამოიარა - ერთდროულად 54 „შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით. თითქმის ყველა მათგანი ჩამოგდებულია. ამ ტერორისტული თავდასხმის დროს რაოდენობრივად ყველაზე ძლიერი დარტყმა კიევის რეგიონს მიაყენეს. ასე აღნიშნავს რუსეთი ჩვენი უძველესი კიევის დღეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე კიევმა სხვადასხვა დამპყრობლის სისასტიკე დაინახა, თუმცა ყველა მათგანს გადაურჩა.

„წავიდეთ წინ, ვიდრე არ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას. დავიცვათ ყველა ქალაქი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი ხალხი რუსული ტყვეობიდან თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში დავაბრუნოთ. დიდება ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე!" - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×