რეზონანსი
28.05.2023

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მან თავი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ერისადმი, რადგან მან დემოკრატიის დღესასწაული გვაჩუქა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ერის ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც კიდევ ერთხელ მანდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, მადლობა იმ არჩევანისთვის, რომელიც მათ გააკეთეს", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 54,6%. აქედან 54,47% ერგო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. 45,53% კი მის ოპონენტს ქემალ კილიჩდაროღლუს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×