რეზონანსი
29.05.2023

ომი და გათბობისთვის რთული პირობები დაეხმარა ,, ხალხის მსახურის წევრებს "" საბოლოოდ ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის ქვანახშირის მრეწველობა, - ამ სათაურით ვრცელ სტატიას უკრაინული მედია ავრცელებს.

მინერალები უკრაინაში, თითქმის 15 ტრილიონი დოლარი ღირს. ამ თანხის ნახევარზე მეტი კი 9,1 ტრილიონი დოლარი - ქვანახშირის მარაგია. ამიტომ, ქვანახშირის მრეწველობა ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ და გაუმჭვირვალედ ქვეყანაში.

უკრაინული მედია წერს, რომ ომმა არათუ შეაჩერა კორუფცია, არამედ პირიქით, გაზარდა მისი მასშტაბები. სტატიაში მოცემულია უკრაინის პარტია "ხალხის მსახურის " წევრების კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია და მისი ბიზნესპარტნიორი, დეპუტატი მაქსიმ იფიმოვი.

როგორც ირკვევა, ქვანახშირის მრეწველობაში გავლენის სფეროების გადანაწილება ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. 2020 წელს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველა მაღაროში აუდიტის შესვლის ბრძანება გასცა. არახამიამ, თავის ბიზნესპარტნიორთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელის, ოლექსიი ორჟელის მეშვეობით, სახელმწიფო მაღაროებს შორის ე.წ. სახელმწიფო "შუამავალის" ფუნქცია შექმნა.

ამ დროისთვის, მთელი ვერტიკალი არახამია-ეფიმოვის კონტროლს ექვემდებარება დაწყებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მაღაროებიდან, დამთავრებული ქვანახშირის საბოლოო მომხმარებლამდე, სახელმწიფო საწარმო "ცენტრნერგომდე".

მედია წერს, რომ დავით არახამიას ქვანახშირის მაღაროში სახელმწიფო მასშტაბით მაქინაციების შემუშავებაში "ჰაილოს ოჯახი" ეხმარება, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×