რეზონანსი
29.05.2023

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ევროპულ მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ამ განცხადებით კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომლებმაც მას ჰკითხეს, ფიქრობს, თუ არა, რომ პრეზიდენტმა გვარამია უნდა შეიწყალოს, რათა დღის წესრიგში დაბრუნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

"ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან.

[...] ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი დავამთავრეთ 2012 წელს, ვიცით ყველამ რა ხდებოდა ამ მიმართულებით, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები", - თქვა კახა კალაძემ.

ჟურნალისტებმა კალაძეს პრეზიდენტთან დაკავშირებით "ოცნების" განცხადებაზეც ჰკითხეს. კერძოდ, საუბარია იმ ნაწილზე, რომელშიც მმართველი პარტია იმედს გამოთქვამდა, რომ ზურაბიშვილი "ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა".

ჟურნალისტებს აინტერესებდათ, შეეხებოდა თუ არა ეს გზავნილი ნიკა გვარამიას შეწყალებას და იყო თუ არა ეს გარკვეული მუქარა პრეზიდენტის მიმართ.

კალაძის თქმით: "სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაათავისუფლოს, თუ არა [გვარამია] ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, ეს მისი პრეროგატივაა. ჩვენი მხრიდან ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში მის განცხადებებთან დაკავშირებით, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×