რეზონანსი
10.06.2023

პრეზიდენტი შეგნებულად არ წარადგენს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირეთ, პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთდა განცხადება და ჩვენ ვთქვით, რომ ინსტიტუციურ კრიზისს ვერ დავუშვებთ ეროვნულ ბანკში. სამწუხაროდ, დღეს პრეზიდენტი ხელოვნურად ქმნის კრიზისს ეროვნულ ბანკში. ეს გამოიხატება იმით, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ წარადგენს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონსულტაციები, მან ბოლოს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე არ აპირებს არცერთი კანდიდატურის წარდგენას. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია - ეროვნულ ბანკში კრიზისული ვითარების შენარჩუნებას ვერ დავუშვებთ. როცა იყო სავალუტო კრიზისი, დევალვაცია, ინფლაცია და ა.შ., ყველა ხელს იშვერდა მმართველი პარტიისკენ. ახლაც, როცა საუბარია ეროვნულ ბანკზე და იქ შესაძლო კრიზისზე, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვიქნებით. სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ჩვენი ვალია, ინსტიტუციური კრიზისი არ დავუშვათ. ამას ემსახურება მიღებული კანონი და რომელზეც დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა", - აცხადებს კობახიძე.

პარტია „ქართული ოცნების" განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×