რეზონანსი
10.06.2023

ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუსურვებ წარმატებას მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, ყველას ვუსურვებ, რომ ერთი პროცენტიდან ავიდნენ ორზე, ორიდან სამზე, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა, დღეს ისინი ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისთვის, ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას", რომ აიღონ პირველი ადგილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციაში ებრძვიან ერთმანეთს მეორე ადგილისთვის.

„ნაცმოძრაობას" წინა არჩევნებზე ჰქონდა 30%, ჩამოსულია მათი რეიტინგი უკვე 19%-ზე და კლების დინამიკა არის მზარდი, რაც ძალიან კარგია. პრინციპში, ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. ვფიქრობ, რომ საკმაოდ რეალურია შანსია, რომ „ნაცმოძრაობა" ჩამოსცდეს ორნიშნა მაჩვენებელს, ანუ 10%-ზე ქვემოთაც შეიძლება, ჩამოვიდეს მათი მხარდაჭერა. ეს თუ ასე მოხდება, ეს არის ძალიან კარგი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა" განეიტრალდება ქართული პოლიტიკიდან, რაც არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს. თუმცა, „ნაცმოძრაობაში" უნდა ვიგულისხმოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა". ვიცით, რომ არავითარი განსხვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობას", „ლელოს", გახარიას, „ევროპულ საქართველოს", „გირჩს" და ა.შ, ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით".

„ჯერჯერობით სამწუხაროდ არ იკვეთება ასეთი პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შეიძლება, სერიოზული როლი შეასრულონ შემდეგ არჩევნებზე, თუმცა წინ არის წელიწადნახევარი და იმედია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში პრობლემა არის ოლიგარქიზაცია. ჩვენ გვჭირდება დეოლიგარქიზაცია, გვჭირდება ქართული პოლიტიკის გათავისუფლება კეზერაშვილისგან, სააკაშვილისგან და სხვა ოლიგარქებისგან, იმედია, რომ აქეთ წავა ეს პროცესი", - განაცხადა კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×