რეზონანსი
10.06.2023

რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ ხელისუფლების გადაყირავებაზე ფიქრობ და ამ გზით ცდილობ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემების შექმნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„არანაირი გასაღები მათ არ აქვთ - არც ისეთი და არც ასეთი. რეალურად „ნაცმოძრაობაში" კი არაა პრობლემა. პრობლემა არის ნაცობაში, რაც უფრო ფართო ცნებაა. ეს მოიცავს სხვა პარტიებსაც, რომლებიც მათი კლასტერიდან არიან. მათი საერთო ნიშანია ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალებების შესრულება და უსამშობლობა. ეს აქვთ მათ საერთო. ერთი სახელი რა დაერქვას ამას, ადამიანი რომ ფიქრობს, არის ნაცობა. მათ ვეძახით ნაცებს, ვინც დავალების უპირობო შესრულებაში ერთიანდებიან, უსამშობლოები არიან და საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან. დღეს ხელისუფლება მართლა რომ არაფერს აკეთებდეს რეკომენდაციების შესასრულებლად, შეიძლება გაჩერდე და თქვა, რომ ყველაფერი კეთდება და საქართველო იმსახურებს სტატუსს. ამ დროს, მართლა კეთდება და ამბობენ, რომ არ იმსახურებს და არ კეთდება. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ ხელისუფლების გადაყირავებაზე ფიქრობ და ამ გზით ცდილობ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემების შექმნას", - აცხადებს მდინარაძე.

„ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ვიდრე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2024 წლის არჩევნების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან, წინასწარ ცნობილია, რომ ნაწილი „ნაცმოძრაობას" პირდაპირ ემიჯნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×