რეზონანსი
10.06.2023

ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევრო-რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„თუ ობიექტური, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და თუ უნდათ, მოგვცემენ ამ სტატუს, რადგან როდესაც მოუნდათ, ეს სტატუსი დსთ-ში მყოფ ქვეყანას და თუ მოუნდებათ, ჩვენც თავისუფლად მოგვცემენ. ამის საფუძველი აქვთ საკმარისზე მეტი. თუ არ მოუნდებათ, ეს 12 რეკომენდაცია კი არა კიდევ 24 რომ შევასრულოთ, მსგავსი რეკომენდაცია, მაინც არ მოგვცემენ, ამიტომ ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. თუ ამ ქვეყნის დასჯას ვიღაც მოინდომებს და ამის საკმარისი პოლიტიკური ძალა ეყოფა, რომ დასაჯოს იმისთვის, რომ სანქციებს არ უერთდება, დასაჯოს იმისთვის, რომ თავის მოქალაქეებს უფრთხილდება, დასაჯოს იმისთვის, რომ ომში არ ერთვება, დასაჯოს იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ფიზიკური გადარჩენის ნარატივზე უპირატესად, ფიქრობს პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე, ამისთვის დასჯას თუ მოინდომებენ, შეუძლიათ, თუმცა ვფიქრობ რთული იქნება. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამის მიმართ და ვფიქრობ, ასე მარტივი არ არის", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×