რეზონანსი
10.06.2023

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჰქონდა.

„მე ვაპირებ ამის გაკეთებას მალე", - თქვა შოლცმა.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა რუსეთის ჯარების გაყვანა იქნება.

„ეს არის ის, რისი გაგებაც საჭიროა", - აღნიშნა შოლცმა.

კანცლერის გამოსვლისას აუდიტორიაში დრო და დრო ისმოდა შეძახილები მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით, რაზეც შოლცმა უპასუხა: „ეს ნორმალურია, თუმცა მთავარია ვინ ვისთან მართავს მოლაპარაკებებს და რა თემაზე".

შეგახსენებთ, რომ მაისში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კვლავ აპირებდა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს, თუმცა ზუსტი დრო არც მაშინ დაუსახელებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×