რეზონანსი
10.06.2023

შეიძლება ითქვას, ძალიან არაორდინალური იყო ბრიუსელში შეხვედრა, რომელიც უკვე მეთორმეტედ იმართება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრონიკაში" საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის შეფასებისას განაცხადა.

„მე ვერ დავარქმევდი ბრალდებებს {ევროკავშირის მხრიდან} , ეს არის მეტწილად იმ მავნებლური კამპანიის ნაწილი, რომელიც ჩვენი ოპოზიციონერების მიერ წლების განმავლობაში იქმნებოდა. ისინი არწმუნებდნენ ჩვენს პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება" მთლიანად რუსული ორგანიზაციაა, რუსული ნარატივით. შესაბამისად, ამ წვეთ-წვეთად ჩამოყალიბებულმა ურთიერთობამ საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ სხდომის გახსნისთანავე, მარინა კალიურანდმა თვითონვე აღნიშნა, რომ საკმაოდ ქაოსური იყო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა ბოლო წლის განმავლობაში. მან ასევე აღნიშნა, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ურთიერთობები დალაგდებაო და სწორედ ურთიერთობების დალაგებისთვის არის აუცილებელი ის, რომ ქართულ მხარეს - ჩვენ დაგვეცვა ჩვენი სიმართლე და აგვეხსნა მთელი მსოფლიოსთვის, რა არის „ქართული ოცნებისა" და საქართველოს მოსახლეობის მიზანი. ეს მთავარი მიზანი არის ის მიზანი, რისთვისაც წლებია ვიბრძვით - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სადაც ვხედავთ ჩვენს მომავალს. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი იყო ის დებატები, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა", - განაცხადა ბითაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×