რეზონანსი
10.06.2023

ეს არის ორმაგი სტანდარტი - როდესაც საქმე ეხებოდა მათი ფინანსების გამჭვირვალობას, გახსოვთ თუ რა კამპანია წამოიწყეს, მაშინვე შეფუთეს აღნიშნული კანონი, როგორც რუსული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას გულისხმობს.

ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, ის გამჭვირვალობის მომხრეა თუმცა მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირველ რიგში თავად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით.

"ეს არის ორმაგი სტანდარტი- როდესაც საქმე ეხებოდა მათი ფინანსების გამჭვირვალობას, რომ ეს სცოდნოდა საზოგადოებას - შეიძლება ეს ვიღაცას აინტერესებს, ვიღაცას არ აინტერესებს, მაგრამ ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, - თქვენ გახსოვთ, თუ რა კამპანია წამოიწყეს, მაშინვე შეფუთეს აღნიშნული კანონი, როგორც რუსული და საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, თითქოს ეს იყო ქვეყნის დაქცევა, ეს იყო უდიდესი პრობლემა. რეალობა რა არის - დღეს, იმავეს ითხოვენ ჩვენგან, სხვადასხვა ტიპის მოხელეებზე არის საუბარი. ზოგადად გამჭვირვალობას მივესალმები, მაგრამ, როდესაც არის საუბარი ერთ მიმართულებაზე, რა თქმა უნდა, შენც უნდა იყო პირველი, მოწინავე, ვინც წარუდგენს საზოგადოებას ყველა ინფორმაციას დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ იცოდეს ყველამ თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვისგან, რომელი ქვეყნიდან ფინანსდება",- განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×