რეზონანსი
10.06.2023

ჩვენი ოპოზიცია ხან ამბობს იმას, რომ „ქართული ოცნების" ხელში არ უნდათ კანდიდატის სტატუსი, ხან იწყევლებიან და ძალიან სამარცხვინო, მავნებლურ საქციელებს სჩადიან, რაც აფერხებს ამ პროცესს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ძალიან წინ ვართ ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს პარტნიორ უკრაინასა და მოლდოვაზე. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ევროკავშირში გაწევრიანებისა და ნატოს ქოლგის ქვეშ მოქცევისა, მაგრამ ყველა ივიწყებს იმას, რომ ჩვენ დღეს არც ნატოს ქოლგა გვიცავს და არც ევროკავშირის წევრობა, თუნდაც ეკონომიკური კუთხით. ჩვენი მთავარი მესიჯი, რომელიც პარტნიორებთან მიგვაქვს, არის ის, რომ თანაზიარი ვართ ყველა სანქციისა თუ საერთაშორისო მოქმედებისა, პოლიტიკურ დონეზე, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ყველამ ხმა უნდა მოვიღოთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაცია შესრულდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×