რეზონანსი
10.06.2023

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს, 7 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.

ბრალდებულის დედა თიკო მელაშვილი „ტვ პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ მარიტა და ნიკოლოზი შერიგებას აპირებდნენ.

„წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა მოხ­და. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ჩემი შვი­ლი ასე სა­დის­ტუ­რად მო­ექ­ცა ცოლს, რო­მელ­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბო­და, ისე უყ­ვარ­და. არ მჯე­რა, რომ ნიკა ასე მო­ექ­ცა. ერ­თად იყ­ვნენ, თით­ქმის შე­რი­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ხან აქ (ჩვენ­თან სახ­ლში) იყ­ვნენ, ხან - მა­რი­ტას­თან. მე მათი კონ­ფლიქ­ტი არ მი­ნა­ხავს.

იმ დღეს, როცა მარი ნახა, სახ­ლში ღა­მის 2 სა­ათ­ზე მო­ვი­და. არა­ფე­რი სა­ეჭ­ვო არ შე­მიმ­ჩნე­ვია. ვი­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ მა­რი­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს. ჩვენ ყვე­ლა ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დით მა­რის და­კარ­გვის გამო, სულ ტე­ლე­ფონ­ზე ვი­ყა­ვით, რომ გაგ­ვე­გო რა ხდე­ბო­და.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, 2 წლის წინ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­შიც იწვა და ამის შემ­დეგ გრძელ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა. ფსი­ქოტ­რო­პუ­ლებ­საც სვამ­და. 2 თვის წინ შე­წყვი­ტა წამ­ლე­ბის და­ლე­ვა", - საუბრობს ნიკა ლაჩაშვილის დედა.

"ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×