რეზონანსი
11.06.2023

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოსა ბრძანება, რომელშიც თვითმკვლელობა „სოციალიზმის ღალატის" აქტად არის აღიარებული. ამის შესახებ რადიო Free Asia წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, 2022 წელს ჩრდილოეთ კორეაში თვითმკვლელობების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. თვითმკვლელობების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სიღარიბე და შიმშილია. წერილების ნაწილში ადამიანები ასევე მმართველ რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

კიმ ჩენ ინმა თვითმკვლელობას „საზოგადოებისადმი გამოწვევა და ქვეყნის ღალატი" უწოდა. სუიციდების რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა რეგიონულ ხელისუფლებას დააკისრა და პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×