რეზონანსი
12.06.2023

სროლა თბილისში - მოქალაქე წერს, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში იარაღი ისროლეს. როგორც თათია ჩაფიჩაძე წერს, ტყვიის ანასხლეტი ბავშვს მოხვდა.

"ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს.

საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1 წუთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა.

ტყვიის ანასხლეტი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე!

ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!", - წერს მოქალაქე.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×