რეზონანსი
12.06.2023

ვატო შაქარიშვილი და მისი თანამოაზრეები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. პრეზენტაცია დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართება. შაქარიშვილის განცხადებით, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანია, არ დაუშვან ქვეყანაში რევოლუციური სცენარების განხორციელება და დაიცვან საქართველოს აგრესიული ლიბერალური შემოტევისგან.

„გავწევთ წინააღმდეგობას ყველა იმ აგრესიულ შემოტევაზე, რაც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკლესიის, ოჯახის, რწმენისა და ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რაც ჩვენთვის ძვირფასია. საქართველოში ვერ დამყარდება ლიბერალური დიქტატი. ეს იქნება ამ საზოგადოებრივი მოძრაობის საქმიანობის იდეა“, - განაცხადა კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×