რეზონანსი
12.06.2023

საქართველოს უმრავლესობის წარმომადგენლის ბეჟან წაქაძის განცხადებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და სწორედ პარლამენტი და უმრავლესობა უნდა წყვეტდეს იმას თუ ვინ გახდება სებ-ის პრეზიდენტი.

ბეჟან წაქაძემ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს რიტორიკულად ჰკითხა - არის თუ არა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს, რაზეც მსხილაძემ უპასუხა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება სებ-ის საბჭოს წევრების წარდგენაა.

„ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვართ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან მაღალი თანამდებობის ფიგურაა, რომელიც მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი წამყვანი პირია და ის არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ინფლაციაზე.

პრეზიდენტისთვის და სხვისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს ძალიან კომპეტენტური და „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, დაინტერესებულია, რომ ეს პიროვნება იყოს ისეთი, რომელიც განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს საჭიროა. არ გამიგია საპარლამენტო რესპუბლიკაში უმცირესობა მართავდეს ქვეყანას. ახლა აქ პრეზიდენტი ვეტოთი გამოდის... მას აქვს უფლება რამდენიმე კანდიდატი დაასახელოს და დეპოლარიზაციას შეუწყოს ხელი და ამას პარლამენტი განიხილავს“, - განაცხადა წაქაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×