რეზონანსი
12.06.2023

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში კონფერენციას მართავს - ღონისძიებას არ ესწრებიან ნიკა მელია და მისი გუნდის წევრები

დღეს, 11:50 17

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში კონფერენციას მართავს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მთავარი თემა შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებაა.

კონფერენციას არ ესწრება არც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და არც მისი გუნდის წევრები.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა შიდაპარტიულ არჩევნებს, პოლიტიკური საბჭოს დაკომპლექტებას, ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირების და არჩევის წესს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და არასამთავროვო ორგანიზაციები.

"ჩვენ შეხვედრა გვაქვს წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, პარტიის ხელმძღვანელობა აბარებს 100 დღის ანგარიშს. შესაბამისად, მოსაწვევი არავისთვის არ გაგვიგზავნია. 19 აპრილიდან იყო შეთავაზება გაკეთებული, არათუ კონკრეტული ადამიანებისთვის, არამედ ყველა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერისთვის და წევრისთვის.

მათ ორ კვირამდე ჰქონდათ, რომ კონკრეტული შემოთავაზებები გააგებინათ. მოსწონს თუ არ მოსწონს ვინმეს, პარტია დემოკრატიულად ვითარდება," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×