რეზონანსი
12.06.2023

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე ორ კანდიდატურას უახლოეს პერიოდში წარუდგენს პარლამენტს.

მსხილაძე არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას შეიძლება თუ არა ლაშა ხუციშვილი იყოს კანდიდატებს შორის.

"უახლოეს პერიოდში პრეზიდენტი წარუდგეს პარლამენტს ორ კანდიდატურას, ეროვნული ბანკის წევრობაზე. ამას როცა წარმოვადგენთ გეტყვით მაშინ და ნახავთ ვინ იქნება პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატი" - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" შეეცდება პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონზე დადებული ვეტო დაძლიოს. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო 23 თებერვალს დაადო და განმარტა, რომ ცვლილებებით "ქართული ოცნება" უწყებაში გავლენების გაძლიერებას ცდილობდა.

ვეტოს დადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველ პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, რათა მის მიერ დასანიშნ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთი "ოცნების" სასურველი კანდიდატი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ყოფილიყო. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს სთავაზობდა, რომ მისი საკუთარი კანდიდატურის დანიშვნის სანაცვლოდ მმართველი პარტია პარლამენტში მის ვეტოს აღარ დაძლევდა. პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს კანდიდატურაზე ხუციშვილის წარდგენაც არასასურველად მიიჩნია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×