რეზონანსი
12.06.2023

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც ახალგაზრდებს ორიენტაციაარეულები უწოდა, პოლიტიკურ ორიენტაციას გულისხმობდა. მისი თქმით, დღეს ძალიან მარტივია სწორი ანალიზის გაკეთება და სწორ მხარეს დგომა.

"რაც შეეხება პოლიტიკურ ორიენტაციას, არ ვიცი ახლა, მე მგონი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ყველა კარგად ხედავს რა რეალობა გვაქვს ქვეყანაში, რა ხდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტია რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის, ხვალინდელი დღისთვის, ხვალინდელი საქართველოსთვის და ამ ანალიზის გაკეთება დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს, ვფიქრობ, ძალიან მარტივია სწორი ანალიზის გაკეთება და სწორ მხარეს დგომა.

მე ირაკლის განცხადება მოვისმინე, წავიკითხე და მე გესაუბრებით პოლიტიკურ განცხადებაზე, მე მიმაჩნია და მე გავიგე, რომ ირაკლი კობახიძე საუბრობდა პოლიტიკურ ორიენტაციაზე. თუ თქვენ განსხვავებული მოსაზრება გაქვთ შეგიძლიათ ირაკლის დაუსვათ შეკითხვა და ირაკლი გიპასუხებთ", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, 10 ივნისს თსუ-ში სტუდენტების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, ირაკლი კობახიძეს ლექციის დასრულების შემდეგ რუსული რუბლები დააყარეს.​ ​ამის შემდეგ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ორიენტაცია აქვთ არეული და "მათი გადარჩენა არის შესაძლებელი". კობახიძის აზრით, ახალგაზრდები "სწორ რელსებზე" უნდა მოექცნენ, "საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×