რეზონანსი
13.06.2023

ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში" კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვაზე ისაუბრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ქვეყანაში ჰაერში მავნე ნივთიერებების მაჩვენებელი გაზრდილია, შეზღუდვას კი პოზიტიური გავლენა ექნება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

„ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილებაა, რომ 3 წლის ვადით შეიზღუდება და აიკრძალება კატალიზატორების ექსპორტი. რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით არსებულ სიტუაცია და შემდგომში ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაგრძელდება თუ არა ეს შეზღუდვა. თუმცა, ამ ეტაპზე მკაფიოდ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუკი ვსაუბრობთ სატრანსპორტო სექტორიდან გაფრქვევების შემცირებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კატალიზატორების ფაქტორი იყოს დარეგულირებული და კატალიზატორების არ ამოიღონ მანქანებიდან, იმიტომ რომ ესეც გარკვეულწილად მოქმედებს ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევაზე და ვფიქრობ, რომ [შეზღუდვა] დადებითი ეფექტის მომტანი იქნება", - განაცხადა თანდილაშვილმა.

ქვეყნიდან კატალიზატორების გატანის აკრძალვის აუცილებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×