რეზონანსი
13.06.2023

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო და დაინიშნა მედიატორი. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან.

მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჭიათურაში წარმოება შეჩერებულია. „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელთა ნაწილი კომპანიის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო პირობებს არ თანხმდება. დასაქმებულთა ნაწილი 12- საათიან გრაფიკზე დაბრუნებას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×