რეზონანსი
13.06.2023

რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნაა ერთადერთი რამ - საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ისინი თვლიან, რომ სტატუსის მონიჭება იქნება მათთვის ყოველგვარი პერსპექტივის მოკვლა - რევოლუციური სცენარის, ან არჩევნებში გამარჯვების. ამიტომ, ისინი ამბობენ - ამ ხელისუფლების პირობებში არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება რომ შეიცვლება, მერე მოგვანიჭეთ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობას ვინარჩუნებთ, ეკონომიკა იზრდება და კიდევ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, ეს არის კოშმარული სიზმარი რადიკალური ოპოზიციისთვის, ამიტომ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში ეს რეალობა არ დადგეს.

„როდესაც საპარლამენტო დელეგაციები იმყოფებოდნენ ბრიუსელში, საფრანგეთში და ა.შ. სადაც ევროპარლამენტარებთან დებატების დროს თვალნათლივ დავანახეთ საქართველოს ხელისუფლების თუ ზოგადად საქართველოს მისწრაფება, გაკეთებული საქმეები, დღეს, სხდომაზე წამოვიდა ნიაღვარი, როგორ თუ დადებითად აფასებთ თქვენს მოღვაწეობას და იმ განცხადებებს, მიღწეულ შედეგებს, რაც ევროსაბჭოში თუ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებთან შეხვედრის დროს გაკეთდა. რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნაა ერთადერთი რამ - საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ისინი თვლიან, რომ რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება მათთვის ყოველგვარი პერსპექტივის მოკვლა - რევოლუციური სცენარის, ან არჩევნებში გამარჯვების. ამიტომ, ისინი ამბობენ - ამ ხელისუფლების პირობებში არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და ხელისუფლება რომ შეიცვლება, მერე მოგვანიჭეთ. მარტივი ლოგიკაა, აქ არის ვიწროპარტიული ინტერესი. ამ ვიწროპარტიულ ინტერესს ფუთავენ ათასნაირი კაზუისტიკური წინადადებებით და გამოთქმებით. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობას ვინარჩუნებთ, ეკონომიკა იზრდება და კიდევ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ეს არის კოშმარული სიზმარი რადიკალური ოპოზიციისთვის. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს რეალობა არ დადგეს" - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×