რეზონანსი
14.06.2023

ძალიან საინტერესო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, როდესაც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები და ევროკომისიის პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან მიმართებაში, მათი პოზიციები,როგორც ჩანს, არის აცდენილი ერთმანეთთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორები საქართველოს თუ ეტყვიან, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება საჭირო აღარ არის, მმართველი გუნდი გაითვალისწინებს.

„ჩვენი მიდგომა არის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, ამ ქვეყანას სჭირდებოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. ჩვენ ავიღეთ იმ კანონის სრული ანალოგი, რომელიც უკრაინაში უკვე მოქმედებს და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყო ერთხმად აღიარებული, მოწონებული და დიდი ენთუზიაზმი იყო ამასთან დაკავშირებით. ამის ანალოგი გადმოვიტანეთ, დავამუშავეთ, შემდეგ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, როდესაც მივიღეთ შენიშვნები, კვლავ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, რომ თუ ეს რეკომენდაციებში არის და ქვეყანას სჭირდება, ნამდვილად მივიღებთ. ამის შემდეგ მივიღეთ, რომ ქვეყნის შიგნით დესტრუქციულმა, ოპოზიციურმა ძალებმა დაინახეს თავიანთ რიგებში ოლიგარქი, ასეთი არც მეტი არც ნაკლები ერთი უკვე ღიად და საჯაროდ გაცხადებული და აღიარებული არის, ასეთი გახლავთ კეზერაშვილი. აქედან გამომდინარე, მათ აღარ აწყობთ ეს. ამის შემდეგ გვაქვს მოცემულობა, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის დასკვნა თანხვედრაში არ არის. ჩვენი პრიორიტეტი რჩება, ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ ყველაფერს. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის ნათელი, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროკომისია გვეტყვის, რომ აღარ არის რელევანტური და მათ არ სურთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი კანონმდებლობა, ჩავხსნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონი იქნება მიღებული, ოღონდ ძალაში ამას შევიყვანთ მარტისთვის, ანუ შემოდგომის შემდეგ, როდესაც გაირკვევა რეალურად უნდა გვქონდეს თუ არა", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×