რეზონანსი
16.06.2023

საქართველომ უფრო ადრე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა უფრო ადრე მიიღო, ვიდრე მოლდოვამ და უკრაინამ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, რადიკალურმა ოპოზიციამ დესტაბილიზაციის და რევოლუციური გეგმების გასამართლებლად მოიგონა, თითქოს და ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება.

„სხვა მხრივ ამას ვერ გაამართლებ ისე, რომ მოსახლეობის და საზოგადოების რისხვა არ დაიმსახურო. აქედან გამომდინარეობს გააფთრებული, ისტერიული მტკიცება იმისა, თითქოს საგარეო კურსს რაიმე ემუქრება. რეალობაში, ამის არანაირი ნიშნები არ არის - პირიქით! საქართველომ უფრო ადრე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა უფრო ადრე მიიღო, ვიდრე მოლდოვამ და უკრაინამ. ამ გზაზე არანაირი ხინჯი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ გააჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×