რეზონანსი
16.06.2023

საქართველოში გატარებული რეფორმები და ქვეყნის განვითარების დონე ობიექტური საზომებით თუ გაიზომება, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ სამეულში, არამედ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დიდი ხანია, კანდიდატები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ობიექტური შეფასებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„მეტიც, საქართველო წინ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. ამიტომ, ქვეყანა ობიექტური საზომით თუ შეფასდება, ის დიდი ხნის წინ, შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიცემას, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ იმას, რომ არსებობს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები, მოსაზრებები ამა თუ იმ პოლიტიკური ვითარების გარშემო, მაშინ მოლოდინებზე სიფრთხილე შენარჩუნებული გვაქვს. დასავლეთში პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ექნებათ, ყველა საზომით და ყველა კრიტერიუმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სტატუსის მინიჭებას იმსახურებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×