რეზონანსი
16.06.2023

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ფორმატში, საკმაოდ დინამიკურად ვთანამშრომლობთ, მაგრამ ევროკავშირში საქართველოს საბოლოო წევრობა თითოეული წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, ერთი მხრივ, ძალიან აქტიურად გვემუშავა ორმხრივ ფორმატებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მეორე მხრივ, მაქსიმალურად მოვახდინოთ მობილიზება ევროპელი პარტნიორების, რათა საქართველომ წარმატებით გაიაროს ევროინტეგრაციის გზა. ორმხრივ ფორმატებში ჩვენ წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდით ორმხრივ ფორმატში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გვქონდა ძალიან საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული წელი. ამ მიმართულებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×