რეზონანსი
16.06.2023

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში მრავალგზის გამოიხატა და საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანაავტორობით, თანასპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს," - განაცხადა მინისტრმა

მინისტრის თქმით, საქართველოში მყოფ 20 000-ზე მეტ უკრაინელს გაეწია დახმარება სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. მისი თქმით, დამატებით, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის, ამ დრომდე, განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×