რეზონანსი
17.06.2023

ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ხეჩინაშვილის კლინიკაში დღეს ის ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელიც თსუ-ში დილით, კობახიძის დასაცავად მობილიზებულმა "ოცნების" აქტივისტებმა სცემეს. ამის შემდეგ, როგორც ლუკა შველიძე ამბობს, მასთან პალატაში შეიარაღებული პირი შევიდა, თუმცა არ უთქვამს ვინ და რომელი უწყების წარმომადგენელი იყო. შეიარაღებული პირის გამოჩენას კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო ამ ფაქტზეც, რა დროსაც ლუკა შველიძე დაშავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×