რეზონანსი
17.06.2023

საქართველოს მმართველმა გუნდმა, პრიორიტეტად აირჩია, რომ 12 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა არაერთი კანონი მიიღო, რომ სხვადასხვა რეკომენდაციის შესასრულებლად ნაბიჯები გადამდგარიყო.

„ ერთ-ერთი რეკომენდაცია არის დეოლიგარქიზაცია, რომელზედაც აზრთა სხვადასხვაობაა. გვესმის სხვადასხვა მინიშნება, მოსაზრება, რომელიც ხშირად ცდება ევროკომისიის რეკომენდაციასაც და იმასაც, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია.

ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვენეციის კომისიასთან გვეთანამშრომლა. ყველა ის შენიშვნა, რაც გამოითქვა კანონპროექტთან დაკავშირებით ასახული იყო კანონპროექტში. ჩვენ ყურადღებით წავიკითხეთ ვენეციის კომისიის მოსაზრება და ის ასპექტები, რაც ჩამოთვლილია სისტემურ მიდგომაში. რა საჭირო იყო დეოლიგარქიზაცია, აი ასეთი ტერმინით ცალკე რეკომენდაციის გაცემა თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუტების გამართულ მუშაობაზე. აქედან გამომდინარე, ამ განცხადებებიდან რჩება გარკვეული ბუნდოვანება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულებად.

ჩვენი მთავარი მზიანია, რომ ჩვენ შევფასდეთ პოზიტიურად, რეკომენდაციების შესრულება ჩაითვალოს კარგად და შეიქმნას საფუძველი იმისთვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეკომენდაციის შეფასების საფუძველზე უნდა მიიღონ, იყოს პოზიტიური", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ" კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×