რეზონანსი
18.06.2023

წაქცეული ხეები, დაზიანებული მანქანები და სახურავები - ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. რამდენიმე უბანში, სამაშველო სამსახურების გამოძახება გახდა საჭირო.

თბილისის გამგეობები და სპეციალური სამსახურები ყველა პრობლემურ უბანში მუშაობენ, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერმა ქარმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის, "ქინგ დეივიდის" რკინის კონსტრუქციაც მოგლიჯა, რამაც სამანქანო გზის ნაწილი ჩახერგა. დაზიანდა ერთი ავტომობილი.

"სტიქიამ ჩვენთან, აუზის გადახურვის ერთ-ერთი კონსტრუქცია დააზიანა, რომელიც გამღები ელემენტია და ერთ-ერთი კონსტრუქციის მოწყვეტა მოხდა ამ ძლიერი ქარის მიერ. მანქანის დაზიანება მოხდა, საკმაოდ მძიმე იყო, საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა. საკმაოდ დიდი კონსტრუქციაა და ამ კონსტრუქციის ჩვენს ტერიტორიაზე გადატანა მოხდა. საპატრულო პოლიცია იყო მოსული, შემდეგ მაშველები გამოიძახეს და მათი დახმარებით მოხდა გადატანა", - განაცხადა "ქინგ დევიდის" მმართველი კომპანიის დირექტორმა დავით ხარაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×