რეზონანსი
18.06.2023

„იმედის კვირასთან" ერთ-ერთმა სუროგატმა დედამ გაასაჯაროვა სქემას, თუ როგორ ახერხებენ სუროგაციის პროცესში ჩართული სააგენტოები, კანონის გვერდის ავლით, მათ გაყვანას საზღვარგარეთ სამშობიაროდ.

სპეცრეპორტაჟით ირკვევა, რომ სუროგატმა დედებმა ხშირად არც კი იციან, რატომ მიჰყავთ ისინი სამშობიაროდ უცხოეთში. სუროგაციის ინსტიტუტი რომ აუცილებელია და წყვილებს შვილის ყოლის შესაძლებლობას აძლევს, ეს აღიარებულია, თუმცა რამდენად სანდოა ყველა სააგენტო და რამდენად იცავს კანონს - ამას მკაცრად მარეგულირებელი კომისია გააკონტროლებს.

„სამინისტროს დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს კომპეტენტური ორგანო, სამმართველო, რომელიც ამ პროცესს კოორდინაციას გაუწევს. იმუშავებს კლინიკებთან, ასევე იმ პაციენტებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ეს სერვისი გამოიყენონ. კონფიდენციალურობისა და პირადი ინფორმაციის დაცვით, შეიქმნება ერთიანი სია იმისთვის, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს მიკვლევადობა - რა შედეგი დადგა და როგორ სოციუმში გაიზრდება ბავშვი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

დეტალები ნახეთ „იმედის კვირის" სპეცრეპორტაჟში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×