რეზონანსი
18.06.2023

გია ცაგარეიშვილის ევროკავშირის წარმომადგენლობას ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან კითხვები აქვს. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე „იმედის კვირას" ესაუბრა.

„ბატონი ტუღუშის საქმიანობაზე კითხვის ნიშანი არ ჩნდება? საერთოდ არ გიჩნდება კითხვა, რას აკეთებდა მაშინ, როცა ხალხი იხოცებოდა, როცა ქუჩაში არბევდნენ მიტინგებს, როცა არჩევნებს აყალბებდნენ ტოტალურად, როცა პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდნენ. შენ ეს არ იცოდი? ეს დავიჯერო? არ მჯერა ამის. და თუ იცოდი და მაინც გინდა რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ვინმე ტუღუში მოავლინო ახლა სახალხო დამცველის მრჩევლად, რატომ აკეთებ ამას? კითხვა მიჩნდება", - აცხადებს ცაგარეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში მოქმედ სახალხო დამცველს დაეხმარება. ევროკავშირის პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა" იწყება, პროექტის გუნდს კი სწორედ გიორგი ტუღუში უხელმძღვანელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×