რეზონანსი
19.06.2023

„ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან განაცხადა, რომ რადიკალური პროცესების გამომწვევი მიზეზი რადიკალური ოპოზიციაა, ისინი თავს ესხმიან ლექტორებსა და პოლიტიკოსებს, თუმცა ავიწყდებათ, რომ ვალდებულნი არიან, ხალხის მიერ არჩეულ ძალას დაემორჩილონ.

მისივე თქმით, თუ ვინმე რადიკალურ პროცესებს ახორციელებს პარლამენტში იქნება ეს, თუ საზოგადოებაში, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.„თუ ვინმე რადიკალურ პროცესებს ახორციელებს პარლამენტში იქნება ეს, თუ საზოგადოებაში, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ამას საზოგადოება ხედავს. ნება უნდა იბოძოს ყველამ და კანონს და იმის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, ვისაც საზოგადოება არჩევნებზე აირჩევს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტში შევარდნილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ვითომ სტუდენტები, სინამდვილეში კი ან საერთოდ არ იყვნენ სტუდენტები, ან სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი „აბულინგებდნენ" ლექტორებს. ასევე სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ვნახეთ მათი თავდასხმები, მათ შორის, პარლამენტის წევრებზეც. მინდა, ყველას შევახსენო, რომ იმ საზოგადოებასაც აქვს თავმოყვარეობა, რომელმაც აირჩია უმრავლესობა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×