რეზონანსი
19.06.2023

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია 2 საქმეზე - ეს არის გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეები, მას მოუწევს პასუხი აგოს სრულყოფილად აღნიშნულ დანაშაულებზე, რომელიც მან ჩაიდინა, - ამის შესახებ განაცხადა „ხალხის ძალის" წევრმა თამთა მეგრელიშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი".

მეგრელიშვილის თქმით, სააკაშვილმა სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა.

„მოდი დავიწყოთ იმით, რომ თითქმის 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოს მას წამებით, არასათანადო მოპყრობით, მკურნალობით კლავდნენ ქართულ სახელმწიფოში, რასაც სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი შეფასებით მკვეთრი წითელი ხაზი გადაუსვა. ახლა რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, სამართლებრივ ნაწილს თუ შევეხებით, ცხადია, დგება მოქალაქეობის საკითხიც დღის წესრიგში. ვთქვათ ისიც, რომ სამართლებრივად მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია 2 საქმეზე - ეს არის გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეები. მას მოუწევს პასუხი აგოს სრულყოფილად აღნიშნულ დანაშაულებზე, რომელიც მან ჩაიდინა. ასევე, მოქალაქეობის საკითხი რომ განვიხილოთ, მას არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში და პირდაპირ კანონში გვიწერია, რომ პირი რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა (ეს იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არჩევნები, ხელისუფლების ორგანოებში არჩევითი თანამდებობები), აგრეთვე, მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს ყველანაირი კავშირი ქართულ სახელმწიფოსთან იმიტომ, რომ თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ნათლად დავინახავთ - ის დაკარგულია საკუთარ განცხადებებში. ასე მაგალითად, 2017 წლის პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ის ეკუთვნოდა უკრაინას, რომ ის იყო უკრაინის კონკრეტული პარტიის ლიდერი, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა და არც სურდა ჰქონოდა ქართულ სახელმწიფოსთან. 2022 წლის 30 დეკემბერს „ნეტგაზეთისთვის " მიცემულ ინტერვიუში, მან პირდაპირ განაცხადა, რომ იღვიძებდა და იძინებდა უკრაინით და რეალურად 100% უკრაინელად თვლიდა თავს. უკვე 2023 წლის თებერვალს, როდესაც ის ჩაერთო საქალაქო სასამართლო სხდომაზე, უკრაინულ ენაზე გააკეთა მიმართვა და პირდაპირ თქვა, რომ თუ ის ვერ მოესწრებოდა უკრაინის გამარჯვებას, მისი გული დაემარხათ უკრაინაში. ამიტომ ვსვამ კითხვას - როდის იყო გულწრფელი? იყო თუ არა საერთოდ გულწრფელი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ განცხადებებში? მე ვფიქრობ, არცერთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი არაა და ის იქცა პოლიტიკურ მეძავად, რომელსაც პრინციპში საკუთარი მეძავობის არ რცხვენია", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×